Monday, June 3, 2013

კონსერვაციის პრინციპები, პოლიტიკა და სახელმძღვანელო ისტორიული გარემოს მდგრადი მენეჯმენტისათვის

თარგმანი: ნატალია ჩიტიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

English Heritage1 ამ დოკუმენტში გადმოსცემულია ინგლისის ისტორიული გარემოს ყველა ასპექტის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სახელმძღვანელო შემოთავაზებებს.

კონსერვაციის პრინციპები 

ამ დოკუმენტში თავიდან საუბარია კონსერვაციის 6 პრინციპზე, რომლებიც განსაზღვრავს კონსერვაციას, როგორც მნიშვნელოვან ადგილზე2  (მათ გარემოში) ცვლილებათა მართვას იმ გზით, რომელიც საუკეთესოდ წაადგება მისი მემკვიდრეობის ფასეულობებს.
ეს 6 პრინციპია:
I – ისტორიული გარემო წარმოადგენს გაზიარებად რესურსს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ გარემო შეიცავს ადამიანთა აქტივობების უნიკალურ და დინამიკურ ანაბეჭდს. ადამიანები ამ ისტორიულ გარემოს აფასებენ, როგორც მათი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილს, რაც აისახება სხვადასხვა თემთა, საზოგადოების ჯგუფთა ცოდნაში, რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში, ტრადიციებში.
ყოველმა თაობამ ისეთი სახე უნდა მისცეს ისტორიულ გარემოს და ისე მოუაროს ხელი, რომ მისცეს ადამიანს მისი გამოყენების, სიამოვნების განცდისა და მისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ოღონდ არ უნდა დააყენოს საფრთხის წინაშე მომავალი თაობების მიერაც მსგავსი რამის განხორციელების შესაძლებლობა. 
საზოგადოებას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადგილების დაცვის საკითხში. მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მფლობელი, მემკვიდრეობის ღირებულებებში საზოგადოებასაც აქვს წილი. რჩევებისა თუ დახმარების გაცემა შესაძლებელია საზოგადოებრივი რესურსებიდან და ის მიმართულია იმისკენ, რათა დაეხმაროს მესაკუთრეს შეინარჩუნოს მემკვიდრეობა თავისი ზედამხედველობის ქვეშ. 
II – ყველას უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება ისტორიული გარემოს მოვლაში. რაც ასევე გულისხმობს, რომ ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მსჯელობაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ეხება ადგილზე სამომავლოდ განზრახულ საქმიანობას. ეს პრინციპი ასევე გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერების, ინფორმირებულობის გაზრდას და ასევე მის გაგებასა და შეცნობას. ეს საქმე კი ეკისრებათ ექსპერტებს, მათ უნდა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რათა დაეხმარონ და მისცენ სხვებს საშუალება გაიგონ, შეაფასონ და იზრუნონ ისტორიულ გარემოზე. აქედან გამომდინარე, აუცილებლელია სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება, მათ საამისოდ ყველანაირად უნდა შეეწყოთ ხელი, რათა შეძლონ გადასცენ ცოდნა საზოგადოებას და ამითიც დაეხმარონ ისტორიულ გარემოს. 
III – ადგილების მნიშვნელოვანების გაგება/შეცნობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ადგილის მნიშვნელობა მოიცავს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ღირებულებების მთელ მრავალფეროვნებას. იმისათვის, რომ განისაზღვროს ადგილის მნიშვნელოვანება, აუცილებელია თავდაპირველად გაგებულ იქნას მისი ქსოვილი, ისიც, როგორ და რატომ შეიცვალა ის დროთა განმავლობაში და უკვე ამის მერე უნდა იქნას მოაზრებული:

  • ვინ აფასებს ადგილს და რატომ ასეთნაირად;
  • როგორ კავშირშია ადგილის ღირებულებები მის ქსოვილთან;
  • მათი სათანადო მნიშვნელოვანება;
  • როგორც კავშირშია ეს ადგილი სხვა ადგილებთან, რომლებიც მსგავსი ღირებულებების მქონეა და ა.შ.
აუცილებებია ადგილის ღირებულებებისა და მნიშვნელოვანების გაგება და ჩამოყალიბებულად წარმოჩენა, რათა შემდგომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები მათი მოვლის თაობაზე. 
IV – ღირსშესანიშნავი ადგილები ისე უნდა იმართებოდეს, რომ ეს პროცესი წაადგეს მის ფასეულობებს, ფასეულობების წარმოჩენასა და დაცვას. პრინციპის განმარტებაში ნათქვამია, რომ ისტორიული გარემოს ცვლილება გარდაუვალია ბევრი მიზეზის: ბუნებრივი პროცესების, გამოყენებით გამოწვეული ცვეთის, სოციალურ, ეკომონიკურ და ტექნოლოგიური ცვლილებების _ გამო. აუცილებელია გარკვეული ქმედებები, (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სიცოცხლის უნარიანი), რათა დროულად აღვუდგეთ წინ ბუნებრივი ცვლილებების მავნე ზემოქმედებას, ან შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კატასტროფის რისკი. ამ პრინციპის თანახმად, ჩარევა3  (ინტერვენცია) გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუკი იგი გაზრდის (აამაღლებს) წარსულის გაგებას (შეცნობას), აჩვენებს ან გააძლიერებს მემკვიდრეობის ადგილის სპეციფიკურ ღირებულებებს. ახლად წარმოებული სამუშაოები უნდა მიისწრაფოდეს კარგი მხატვრული გადაწყვეტისა და შესრულების მაღალი ხარისხისკენ, რომელნიც ახლაც ფასეული იქნება და სამომავლოდაც. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მუშაობის პროცესში აუცილებლად გამოყენებულ უნდა იქნას ან, პირიქით, თავი უნდა აერიდოს ტრადიციულ ან ახალ საშუალებებს, ახლად წარმოებული სამუშაოები უნდა უფრთხილდებოდნენ თავისი გარემოსთვის ადგილის მნიშვნელოვანებას. 
V – ადგილის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს არგუმენტირებული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული.
VI – აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილებების დოკუმენტირება და შესწავლა. ამ პრინციპის განმარტებისას ისიც ითქმის, რომ თუკი ადგილის ცვლილების პროცესში მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა და ესაა პირდაპირი შედეგი ადამიანის ჩარევისა და არა ბუნებრივი პროცესი (რომელსაც ასევე შეიძლება ჰქონდეს ადგილი), შესაბამისი სამუშაოების ღირებულება უნდა დაეკისროს მას, ვინც გარკვეულ სარგებელს ნახულობს ამ ცვლილების შედეგად, ან მას, ვინც საზოგადოებაში მოახდინა ამგვარი ცვლილებების ინიცირება.

მემკვიდრეობის ღირებულებები

ამ დოკუმენტის თანახმად, ჩამოყალიბებულია რამდენიმე ტიპის ღირებულება, რომლებიც შეიძლება გააჩნდეს ადგილს:

I – დოკუმენტური ღირებულება (Evidential value); ღირებულება, რომელიც მოდის ადგილის პოტენციალიდან, ის გვაძლევს მოწმობას წარსულში ადამიანთა აქტივობის შესახებ;
II – ისტორიული ღირებულება (Historical value); ღირებულება, რომლის მეშვეობითაც დღეს ხდება ძველი ხალხების, მოვლენებისა და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების დაკავშირება `ადგილთან~; 
III – ესთეტიკური ღირებულება (Aesthetic value); ესაა ის გზა, რომლის მეშვეობითაც, ადამიანი `ადგილიდან~ იღებს სენსორულ და ინტელექტუალურ მუხტს.
IV – საზოგადოებრივი ღირებულება (Communal value); ეს გულისხმობს `ადგილის~ მნიშვნელობებს იმ ადამიანთათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მასთან ან რაიმე სახით წარმოჩნდება მათ მეხსიერებაში. 


მნიშვნელოვან ადგილებზე ცვლილების მართვა

როდესაც ხდება მნიშვნელოვანი ადგილის შენახვა (დაცვა), ადგილისა რომელიც თავისი ფუნქციის მიხედვით მოქმედია, ანუ კვლავ გამოიყენება რა თქმა უნდა ეს სავარაუდოდ მოითხოვს მუდმივ ადაპტაციასა და ცვლილებებს, თუმცა ამგვარმა ჩარევამ უნდა უზრუნველყოს ადგილის ღირებულებების შენარჩუნება. დოკუმენტის ამ თავში მნიშვნელოვანია შემდეგი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ადგილის მფლობელებსა და მმართველებს (მენეჯერებს) არ უნდა დავუშალოთ კიდევ ერთი ფენა დაამატონ ძეგლის ღირებულებებს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ ადგილის უკვე აღიარებული ღირებულებები არ განადგურდება, ან საფრთხე არ მიადგება. ეს რჩევა გამომდინარეობს იქიდან, რომ მრავალი ადგილი, რომელიც დღეს შეფასებულია როგორც ისტორიული გარემოს ნაწილი ძველი მფლობელებისა და კერძო ინვესტიციების საშუალებებით არსებობდა (და ახლაც არსებობს) და სწორედ ამ მფლობელთა სხვადასხვა თაობებმა შეიტანეს წვლილი მათ მნიშვნელობაში და, ამდენად, ყველა თაობას უნდა მიეცეს უფლება ამ წვლილის შეტანისა. 
დოკუმენტის ამ ნაწილში განმარტებულია თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ `პრინციპები~ მნიშვნელოვანი ადგილების ცვლილებაში გადაწყვეტილებების მიღებისას. ამისათვის საჭიროა:
დადგინდეს არის თუ არა საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია, რათა ვიცოდეთ სავარაუდო ცვლილებების ზემოქმედება.
უნდა გაირკვეს, თუ რა რაოდენობის ფიზიკური ჩარევა იქნება საჭირო რათა განხორციელდეს შემოთავაზებული წინადადება, ხშირად აუცილებელია სპეციფიკური კვლევები არა მარტო განვითარების, ცვლილებისა და ნგრევის და სხვა ფაქტორების, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ან ადგილის ღირებულება დააკარგვინოს მას., არამედ ასევე ტექნიკურ საშუალებებზე, ყოველ ჩარევასა და ხშირად იმ მეთოდებზე, რომლებიც იქნება არჩეული მათ განსახორციელებლად.
განხილულ უნდა იქნას მისი შედეგები აუთენტურობასა და მთლიანობასთან მიმართებით
ისტორიული და ზოგიერთი ესთეტიკური ღირებულება დამოკიდებულია ადგილის ავთენტური ქსოვილის (სხვადასხვა ხარისხით) შენარჩუნებაზე/დაცვაზე. ამ თავის თანახმად ყოველთვის არაა შესაძლებელი ადგილის აუთენტურობის შენარჩუნება, ტექნიკური საშუალებები ამის საშუალებას არ იძლევა. ამ ქვეთავში ასევე საუბარია იმ მასალაზე, რომლითაც უნდა მოხდეს ადგილის აღდგენა. დოკუმენტის თანახმად, აუთენტური ნაწილები უნდა იყოს გარჩევადი ახალი ჩარევისაგან და გარჩევადობის ხარისხი უნდა ითვალისწინებდეს ადგილის ესთეტიკურ ღირებულებებს. აუთენტური ნაწილებისა და ახალი ჩარევის მასალას შორის არ უნდა იყოს მკვეთრი კონტრასტი და, ამავე დროს, იგი ცნობადი უნდა იყოს.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მდგრადი განვითარება.
მნიშვნელოვანი ადგილები უნდა იყოს გამოყენებული და მართული ისე, რომ მათი დაფასება მომავალმა თაობებმა შესძლონ. ისტორიული გარემოს ღირებულების მოფრთხილება, ასევე დამოკიდებულია გარკვეულ ცვლილებებზე, რომელნიც ზრდიან და ამდიდრებენ ადგილის ფასეულობას. 
განხილულ უნდა იქნას ადგილზე განხორციელებული ცვლილებების შესაძლო შექცევადობა
ეს აუცილებელია, რადგანაც ჩვენი მსჯელობა ცვლილებების ხანგრძლივი ზეგავლენის შესახებ არასრულფასოვანია, რადგანაც შესაძლებელია, რომ წარმოებულმა ცვლილებებმა ვერ გაამართლოს. გარდა ამისა, სავარაუდებელია, რომ მომავალმა თაობებმა ჩვენს მიერ ადგილზე გამოყენებული ხერხები დადებითად აღარ შეაფასონ, შესაბამისად, სასურველია ცვლილებები იმგვარად შესრულდეს, რომ ზიანი არ მიაყენოს მომავალში განხორციელებულ შესაძლო ცვლილებებს.
უნდა შედარდეს სხვადასხვა ვარიანტები და გადაწყვეტილება შემდგომ უნდა იქნას მიღებული
ზიანის შემსუბუქება  Apply mitigation 
იმ შემთხვევაში, როდესაც ქსოვილზე ზოგიერთი უარყოფითი გავლენა ან დანაკარგი გარდაუვალია, განხილულ უნდა იქნეს შემსუბუქების ღონისძიებები, რათა ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ამისათვის უნდა შესრულდეს აღწერები, მოხდეს ასევე არქივირება არსებული ღირებული ელემენტებისა, რომლებიც შემდგომ იქნება მოცილებული ან შეცვლილი.
შედეგების მონიტორინგი და შეფასება.


English Heritage-ს საკონსერვაციო პოლიტიკა და სახელმძღვანელო

პოლიტიკა, რომელსაც მიყვება English Heritage შემდეგს გულისხმობს:
პერიოდული განახლება: მნიშვნელოვანი ადგილის ელემენტების პერიოდული განახლება ჩვეულებრივ სასურველია, თუკი მემკვიდრეობის ღირებულებაზე გამოწვეული ნებისმიერი ზიანი არ იქნება აღდგენილი დროის განმავლობაში.

შეკეთება: შეკეთება (რეპაირ), რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი ადგილების მემკვიდრეობის ღირებულებების შესანარჩუნებლად, ჩვეულებრივ სასურველია თუკი:
  •  არსებობს საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია, რათა გაგებულ იქნას შემოთავაზებული წინადადებების ზემოქმედება მნიშვნელოვან ადგილზე.
  • შემოთავაზებული წინადადებები ისეა შემუშავებული, რომ ზიანი არ მიაყენოს მომავალში არსებულ ალტერნატიულ წინადადებებს.
  • წინადადებები შემუშავებულია ისე, რომ თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი.
ხანდახან ქმედება, რომელიც აუცილებელია რათა შევინარჩუნოთ ან გავამაგროთ მემკვიდრეობის ადგილის ერთი ღირებულება შეიძლება შეუთანხმებელი იყოს იმ ქმედებებთან, რომელიც საჭიროა იმავე ადგილის სხვა ღირებულებების შესანარჩუნებლად. ამისთვის საჭიროა ამ ღირებულებების სრულად გამოვლენა და პრიორიტეტების გაკეთება.

ჩარევა (ინტერვენცია) წარსულის შესახებ ცოდნის გაზრდის მიზნით: მნიშვნელოვან ადგილებზე წარსულზე ცოდნის გასაზრდელად, რასაც თან სდევს დოკუმენტური ღირებულებების დანაკარგი, ჩვეულებრივ მისაღებია თუკი:
in situ-დ შენარჩუნება არაა რეალურად შესაძლებელი
ნათელია, რომ ცოდნის პოტენციური ზრდა 

  • შეუძლებელია მიღწეულ იქნას არადამანგრეველი (non-destructive) ტექნიკის4 გამოყენებით;
  • საეჭვოა ამის მიღწევა სხვა ადგილას, რომლის დანგრევაც გარდაუვალია.
  • განისაზღვრა, რომ ცოდნის ზრდა უფრო ღირებულია, ვიდრე არსებული ობიექტი.
თუკი ის მისაღებია, მაშინ ჩარევა მოითხოვს:
კვალიფიციურ ჯგუფს შესაბამისი რესურსებით;
ფინანსებს შემდგომი დაცვისთვის;
გარანტირებულ სტრატეგიას, რათა არ მიეყენებათ ზიანი ადგილის სხვა ელემენტებსა და ღირებულებებს, თუ სამუშაოების მიმდინარეობისას, თუ მის შემდგომ.
ეს პოლიტიკა ძირითადად გამოიყენება გათხრითი კვლევისას.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებლობები მატულობს და ვითარდება (მაგ.: არქეოლოგიაში მომავალში უფრო მეტის გაგება იქნება შესაძლებელი, ვიდრე ახლა, ისევე, როგორც ახლა უფრო მეტი შეგვიძლია გავიგოთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო შესაძლებელი) საჭიროა ფრთხილი მიდგომა ჩარევისას. ჩარევა ყოველთვის უნდა იყოს მინიმალური და სრულად უნდა იქნას გამოყენებული არადამაგრეველი მეთოდების გამოყენების პოტენციალი.

აღდგენა (restoration): მნიშვნელოვანი ადგილის აღდგენა ჩვეულებრივ მისაღებია თუკი:

  • მემკვიდრეობის ღირებულებების მქონე ელემენტები (რომლებიც უნდა იქნას აღდგენილი) გადაჭრით გადაწონის იმ ფასეულობას, რომელიც შედეგად იქნება დაკარგული, რადგანაც ნებისმიერი აღდგენა შედეგად იწვევს წარსულის რაღაცა ნაწილის განადგურებას ან მიჩქმალვას და შედეგად ამცრობს მის დოკუმენტურ ღირებულებას (evidental value), ისევე როგორც გავლენას ახდენს მის ისტორიულ და ესთეტიკურ ღირებულებებზე. თუმცაღა აღდგენამ შეიძლება მოიტანოს სარგებელი (gains) იმითი, რომ აჩვენოს მემკვიდრეობის სხვა ღირებულებები, როგორიცაა მთლიანობა (inteergruty) და ხარისხი მოცემული ადგილის განვითარების უფრო ადრეული და უფრო მნიშვნელოვანი ფაზისა, ეს კი ბევრს შემატებს მის მნიშვნელობას. ამდენად, აუცილებელია ზემოქმედების ქვეშ მყოფი ელემენტების ღირებულებების ფრთხილი შეფასება.
  • შემოთავაზებული ღონისძიება გამართლებულია იმით, რომ შედეგად წარმოჩნდება ადგილის განვითარების უფრო გრძელი და მდიდარი ხაზი. ამისათვის გამოყენებულ უნდა იქნას ყველა საშუალება, ყველა ხელმისაწვდომი წყარო – უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილის ქსოვილის შესწავლა (მისი განვითარების პირველადი მოწმობანი უნდა მოვიპოვოთ), უნდა დამუშავდეს ნებისმიერი დოკუმენტაცია თავდაპირველი დიზაინისა და სამშენებლო პროცესისა, შემდგომი ხანის საარქივო მასალა.
  • აღდგენა მისაღებია მაშინ, როცა სახე, რომელშიც ამჟამად არსებობს ადგილი არაა შედეგი ისტორიულად მნიშვნელოვანი რაიმე ამბისა. 
თუკი ნაგებობა დანგრეული იყო ან მისი ხასიათი საფუძვლიანად შეიცვალა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შედეგად, დაზიანების შემდგომი მდგომარეობა ხელს შეუწყობს მის მნიშვნელოვანებას (სამოქალაქო ომის დროს უყურადღებოდ დატოვებული ციხესიმაგრეები (Civil War), ან ტიუდორების მიერ მონასტრების გაუქმების შედეგად სახურავახდილი შენობები). ამგვარი მოვლენების შედეგად ზოგიერთი ადგილი ნანგრევებად იქცა, ზოგიერთი საერთოდ წარიხოცა და სხვები აღდგენილ იქნა და ადაპტირებული ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მცდელობა იმისა, რომ აღდგეს ეს განსაკუთრებული ადგილები, რომლებმაც ნანგრევებად მოაღწიეს ჩვენამდე, არ უწევს ანგარიშს მათ, როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების კვალის ძლიერ ვიზუალურ და ემოციურ მოწმობას. ნანგრევებმა ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკვე ჩამოყალიბებულ ლანდშაფტში, განსაზღვრონ ადგილის ხასიათი ან უკვდავყოფილ იქნას სახელგანთქმული ხელოვნების ნაწარმოებებში. ამ შემთხვევაშიც კი, მათი აღდგენა ან შემდგომი გამოყენებისთვის ადაპტირება შეიძლება გამართლებულ იქნას მაშინ როცა ალტერნატივაა მათი დაკარგვა.

  • წარმოებულმა სამუშაომ მოითხოვა ადგილის ადრინდელი სახისადმი პატივის მიგება.
რამდენადაც რადიკალურია აღდგენა, იმდენად უფრო მეტადაა შესაძლებელი შემოტანილ იქნას შეუსაბამო ელემენტი. შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ დამამახინჯებელი ცვლილებების მოშორება, რათა აღდგეს ადგილი იმ სახით, რომლითაც ის  არცთუ დიდი ხნის წინ არსებობდა როგორც ერთიანი ობიექტი (ენტიტყ), საეჭვოა ეწინააღმდეგებოდეს ამ კრიტერიუმს (პირობას). ამისგან განსხვავებით, ადგილის ცალკეული ნაწილების რესტავრაცია უფრო ადრეული ფორმით (ახლებური აშკარად ახალი დიზაინის ელემენტების გარდა, რომელნიც მასთან ერთიანობას არ შექმნის), შექმნის ისტორიულ ობიექტს (entity), რომელიც მანამდე არასოდეს არსებულა.

  • შემოთავაზებული აღდგენა შედეგად იძლევა გრძელვადიანი შენარჩუნების პირობას.
ახალი ნახელავი და ცვლილება 5 (New wark and alteration): მნიშვნელოვან ადგილზე ახალი ნახელავი ან შეტანილი ცვლილება ჩვეულებრივ მისაღებია იმ შემთხვევაში, თუკი:

  • არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ ვიცოდეთ მნიშვნელოვანი ადგილზე შემოთავაზებული წინადადებების ზემოქმედება; ანუ, რა გავლენას მოახდენს მომავალში ეს პროცესი ადგილზე.
  • შემოთავაზებულმა წინადადებამ არსობრივად არ უნდა მიაყენოს ზიანი ადგილის ღირებულებას, რომელიც უნდა გამოკვეთილ ან შემდგომში გამოაშკარავდეს. ახალი სამუშაოები ხშირად შეიცავს რიგ ჩარევებს ადგილის არსებულ ქსოვილში, და ეს ქსოვილი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ან კვლავ გამოყენებული.
  • შემოთავაზებული წინადადებები მიისწრაფვის დიზაინისა და შესრულების ხარისხისაკენ, რომელიც შესაძლოა დაფასებულ იქნას ახლაც ან მომავალშიც. ანუ ის ცვლილება, რაც განხორციელდება შესაძლებელია ღირებულებად იქნეს მიჩნეული და ეს თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული.
  • შემოთავაზებული წინადადების ხანგრძლივი შედეგები მსუბუქია, ან წინადადებები შემუშავებულია ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს მომავალში ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. 
მემკვიდრეობის ღირებულებებზე საზოგადოებრივი ინტერესის აღიარება არაა კონფლიქტში ინოვაციასთან, რომელმაც მომავალში შესაძლებელია მემკვიდრეობა შეადგინოს. ინოვაცია ახლანდელი და მომავალი თაობების მხრიდან ისტორიული გარემოს კულტურული ღირებულებების მხარდაჭერისთვისაცაა აუცილებელია, მაგრამ ის არ უნდა განხორციელდეს ადგილის აღიარებული ღირებულებების ხარჯზე.
კონსერვაციის გაერთიანება სხვა საზოგადოებრივ ინტერესებთან: ცვლილებები, რომელიც ზიანს მიაყენებს მნიშვნელოვანი ადგილის მემკვიდრეობის ღირებულებებს მიუღებელია, თუ არ გაირკვევა, რომ:
  • ცვლილებები აშკარად საჭიროა, რათა ან ადგილი გახდეს სიცოცხლის უნარიანი ან ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი წესრიგის (public policy – სახელმწიფო პოლიტიკაცაა და საზოგადოებრივი წესრიგი) უმნიშვნელოვანეს მიზანს ან საჭიროებას (მოთხოვნილებას).
  • დასაბუთებულად არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს ალტერნატიული საშუალება ზიანის გარეშე.
  • ეს ზიანი დაყვანილია მინიმუმამდე თან კი მიზანიც მიიღწევა.
  • წინასწარ გათვლილი საზოგადოებრივი სარგებელი არსობრივად გადაწონის ადგილის ფასეულობის ზიანს, ითვალისწინებს რა:
  • მის შედარებით მნიშვნელოვანება
  • მნიშვნელოვანებაზე ზემოქმედებას (გავლენას) და
  • სარგებელს უშუალოდ ადგილზე და/ან ფართო საზოგადოების ჯგუფისა თუ მთლიანად საზოგადოებისთვის.
სქოლიო:
1. English Heritage – Historic Buildings and Monuments commission for Englend (1983). ისტორიულ ნაგებობათა და ძეგლთა კომისია ინგლისში.
2. Place -`ადგილი~ _ გულისხმობს ისტორიული გარემოს ნებისმიერ ნაწილს, ნებისმიერი მასშტაბისას, რომლის მიმართაც ადამიანები განიცდიან განსაკუთრებულ იდენტურობას. Cignificance of Place `ადგილების მნიშვნელოვანება~ – ადგილის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ღირებულებების ერთიანობა. Cignificant Place  - `მნიშვნელოვანი ადგილი~ – ადგილი, რომელსაც გააჩნია მემკვიდრეობის ღირებულებები. 
3. Invention - ჩარევა _ გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ეფექტი ადგილის ქსოვილზე.
4.   იგულისხმება ლაზერული, მაგნიტური, ელექტრონული და ა.შ. ტექნიკები.
5. alteration -  ცვლილება – სამუშაო, რომელმაც უნდა შეცვალოს ადგილის ფუნქცია ან გარეგნობა.

No comments:

Post a Comment