Monday, June 3, 2013

კონსტრუქციული კონსერვაცია პრაქტიკაში

ინგლიშ ჰერითიჯი  (English Heritage)

თარგმანი: ირინა მანია
რედაქტორი: დიმიტრი თუმანიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ფოტოები იხილეთ პრეზენტაციაში: ,,კონსტრუქციული კონსერვაცია პრაქტიკაში” (მარჯვნივ) 

კონსტრუქტიული კონსერვაციაინგლიშ ჰერითიჯ”-ის  (“English Heritage”) მიერ აღიარებული ცნებაა კონსერვაციის  დადებითი და კომპლექსური მიდგომების აღსანიშნავად, რომელიც  აქტიურად მართვად  ცვლილებებს მიმართავს. კონსტრუქტიული კონსერვაციის მთავარი ამოცანა ისტორიული ადგილების  მნიშვნელობის აღიარება და შენარჩუნებაა, მათი მომავალი სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით.

კონსერვაციის პრინციპები
 2008 წელსინგლიშ ჰერითიჯმა“  გამოსცა ნაშრომი  „კონსერვაციის პრინციპები, პოლიტიკა და  ისტორიული გარემოს მდგრადი მართვის გზამკვლევი“.  ეს პრინციპები არ არის ახალი ინგლისის კულტურული მემკვიდრეობისათვის, მაგრამ საუკეთესო მაგალითების და გამოცდილების აღნუსხვას წარმოადგენს.

კონსერვაციის  პრინციპებიმნიშვნელოვნად მიიჩნევს  ჩვენს კავშირს იმ  ისტორიულ ადგილებთან, სადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ და ამავე დროს  ვიზიარებთ  პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ნაშრომი საგანგებოდ განიხილავს  კონსერვაციისადმი სისტემური და თანმიმდევრული მიდგომის აუცილებლობასთანმიმდევრულობის მისაღწევადინგლიშ ჰერითიჯიკულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესაფასებლად   ფასეულობებზე დაფუძნებული მიდგომით ხელმძღვანელობს. აღნიშნული მიდგომა ამოსავალი წერტილია  ისტორიული ადგილების ცვლილებების დასაგეგმავად.   
ნაშრომის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობები ოთხ ძირითად კატეგორიად არის დაჯგუფებული: ისტორიული, ესთეტიური, საყოველთაო თემური მნიშვნელობის და მტკიცებულებითი(აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს ისეთი ნაგებობა, რომლის მხატვრული ღირებულება აშკარა არ არის და საჭიროა ამ ღირებულებების დასაბუთება). აღნიშნული ოთხი კატეგორია ადგილის  ფასეულებების ყველა საკითხის  იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებააკატეგორიები კონკრეტული ისტორიული ადგილის განსხვავებული ნაწილების  ზუსტ ღირებულებას  განსაზღვრავს და  ახალი ჩარევების შესაძლებლობების შეფასების  საშუალებას იძლევა. ისტორიული ადგილების  ნაკლები ფასეულობის მქონე ნაწილები   ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩანაცვლდეს ახლით  ან გადაკეთდეს ახალი ფუნქციის შესაბამისად. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავისთავად   დაეხმარება უფრო მაღალი ღირებულების მქონე ნაწილების დაცვას და შენარჩუნებას.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  რეფორმა
 კონსტრუქტიულ  კონსერვაციას  ხელს უწყობს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობა, რომელიც ამჟამად შემუშავების პროცესშია. ახალი კანონმდებლობის მიხედვითადგილობრივი კვლევა  და საჯარო ჩართულობა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავარი საფუძველი უნდა გახდეს, რაცინგლიშ ჰერითიჯისმართვის  გზების გამოსავლენად მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებაახალი ,არგუმენტირებული და ნაკლებად ბიუროკრატიული სისტემა  გააქრობს მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებულ გაუგებრობებს და სირთულეებს. გადაწყვეტილების მიღება არა ცენტრალური  მთავრობის, არამედ   ადგილობრივ დონეზე, „ინგლიშ ჰერითიჯისმიერ მოხდება.
ნაშრომში რამოდენიმე წარმატებული მაგალითი არის წარმოდგენილი.
მოყვანილი მაგალითები ინგლისსში განხორციელებული კონსტრუქტიული კონსერვაციის ნიმუშებია. ისინი ყველა  კარგად გააზრებული~, კონსერვაციის გზით ნაგებობის განვითარების ერთობლივი  მიდგომის შედეგს წარმოადგენს.

ლეიქშორი, ბრისტოლი(Lake Shore Development, Bristol)
 იმპერიალ ტობაკო „ ImperialTobacco building) XX საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. შენობის არქიტექტორები არიან სკიდმორი, ოუვინგსი და მერილი ჩიკაგოდან და იორკ როზენბერგ მარდალი ლონდონიდან. 1973 წელს აშენებული  ნაგებობის გარე კედლებს ფოლადის ელეგანტური კარკასი გამოარჩევს, რომელიც ბეტონის საფუძველზეა მოთავსებული . ნაგებობა გამორჩეულია თავისი  მდებარეობიაც, სადაც ტბა საგანგებოდ დაგეგმილი თანამედროვე პარკის სივრცეშია ჩართული.
ხუთ სართულიანი ნაგებობა წლების განმავლობაში ცარიელი და უფუნქციო  იყო, რის გამოც დაკარგული აქვს შუშები და ბევრი სხვა ელემენტი. წარმატებულად განხორციელებული სამუშაოების  შედეგად ნაგებობის სტრუქტურამ ცვლილება განიცადა. მთელი სივრცე ცალკეულ ბინებად დაანწევრდა. ცვლილება აღნიშნული ნაგებობის სახასიათო თანამედროვე დიზაინის ღირებულების კარგ ცოდნას საჭიროებდა. პროექტი  „ურბან  სფლეშისდა ბრისტოლის საქალაქო საბჭოს  ერთობლივი  მუშაობისა დაინგლიშ ჰერითიჯის“  რჩევების შედეგად განხორციელდა. „ინლიშ შერითიჯიმნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნაგებობის  სასურველი ცვლილებების  განხორცილებასა და მისი  ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნებაში.
ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს  არ ჰქონდა სავენტილაციო სისტემა და დღის სინათლე. დეტალური ანალიზის შედეგად ნაგებობას გაუკეთდა ატრიუმი . ურბან სფლეშს კარგად  ესმოდა ადგილის ღირებულება და მუშაობდა თავდაპირველი გეგმის მიხედვით. ახალი ნაგებობის  ბლოკი ტბის უკიდურესი ნაპირის გასწვრივ აშენდა . ახალი ნაგებობა 1970 წლის ძველი შენობის  დამატებაა და მთლიანი  კომპლექსის შესაკვრელად აშენდა. ჩატარებული სამუსაოები ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ დაიფარა შეუფერებელი თანამედროვე არქიტექტურის დეტალები, ისე რომ ხაზი გაესვა ნაგებობისა და მისი მდებარეობისათვის.
ომის შემდგეომ პერიოდში აშენებული სავაჭრო კომპლექსი ქალაქის ცენტრში, კათედრალის
სიახლოვეს მდებარეობს. სავაჭრო კომპლექსის ხელახალი განვითარება  ფრთხილ მუშაობას საჭიროებდავინაიდან შენობის  თავდაპირველი გეგმები ისტორიული ხასიათის ქალაქ დევონისათვის შეუსაბამო აღმოჩნდა
ინგლიშ ჰერითიჯი“  დეველოპერებთან და ეგზეტერის საქალაქო საბჭოსთან თანამშრობლობით ეძებდა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. სავაჭრო კომლექსის  ისტორიულ-ურბანული საკითხების დეტალური შესწავლასთან ერთადინგლიშ ერითიჯი“  თანამშრომლობდა ყველა მხარესთან ისეთი არჩევანის გასაკეთებალად, რომელიც კომერციულად მომგებიანი იქნებოდა ისტორიული გარემოს გათვალისწინებითა და ამავე დროს მისი გაუმჯობესებისათვისდაჯილდოვებული თანამედროვე დიზაინის მქონე ნაგებობის ხელახალი განვითარება  ქალაქის საბჭოს, ინგლიშ ჰერითჯის , არქიტექტურისა და გარემოს კომისიის (CABE), მუშაობის შედეგია. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა მაღალი ხარისხის, შერეული გეგმის მქონე სქემა რომელიც ძალიან ზუსტად არის განთავსებული ისტორიული ქალაქის ქსოვილში.
საკონსერვაციო სამუშაოები ₤225 მილიონი ღირდა, რაც მოიცავდა რამოდენიმე ომის შემდგომი პერიოდის სტრუქტურის ჩანაცვლებას და შენობისთვის ახალი  საცხოვრებელი, ბიზნეს და დასასვენებლი ფუნქციების შეთავსებას. ადგილი ბევრად უფრო გადატვირთულია ვიდრე მანამდე. ცვლილებების შედეგად დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ახალი  დამაკავშირებული ქუჩები და საცხოვრებელი სახლები  გარემომცველი ისტორიული ქალაქის სტუქტურის  შემავსებელი ნაწილია და ეგზეტერის კათედრალისკენ ხსნის ხედს.

 ბერის წმ. ედმუნდის სააბატო , საფოლკი
 (West Front Bury St. Edmund’s Abbey, Suffolk)
 წმინდა  ედმუნდის სააბატო შუასაუკუნეების ინგლისის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერია. XXI საუკუნეში მონასტრის  დაზიანებულინორმანების დროინდელი დასავლეთის ნაწილი საფრთხის წინაშე დადგა. XVIII  საუკუნეში სამონასტრო სტრუქტურაში განთავსებული სახლები  მიტოვებული იყო  და მთავრ ამოცანას  მათი თავიდან  დასახლება წარმოადგენდა. დასავლეთ ფრონტი სამონასტრო კომპლექსის   განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ნაწილია.   მონასტერი მთავარი ცენტრია, რომლის გარშემოც მთელი ქალაქი  განვითარდადასავლეთის ნაგებობა კათედრალსა და მთავრი პარკის სიახლოვეს მდებარეობს. „ინგლიშ ჰერითიჯმასაკმაოდ რთული სამუშაო განახორციელა, როდესაც  გამოცდილი პრაქტიკოსების   გუნდი შეკრიბა ვისაც უნდა განეხორციელებინათ  ნაგებობის კონსერვაციაც და ცვლილებაც  და ამავე დროს თავის თავზე აეღოთ მაღალი ხარისხის ხუთი საცხოვრებელი სახლის აღდგენის  ფინანსეური რისკები.
წმ. ედმუნდსბერის ქალაქის საბჭოს, ისტორიული ადგილის მფლობელს, საშუალება ჰქონდა ჩართულიყო დეტალურ წინა საგანაცხადო მოლაპარაკებებში. სტრუქტურის დეტალური შესწავლის შედეგად  ყველა მონაწილე მხარისთვის შესაძლებელი გახდა ისტორიული ქსოვილის კონსერვაციისათვის  ეფექტური და შესაბამისი საშუალებების გამოყენება. დიდი სიფრთხილით მოხდა ჩარევა ნაგებობის სტრუქტურაში, რაც მოიცავდა ნაგებობის  გაფართოებას. პროექტი დროულად დასრულდა არსებული დაფინანსების გადაუჭარბებლად. აღმოსავლეთ ინგლისის ერთ-ერთი გამორჩეული მნიშვნელობის ნაგებობა იყო აღდგენილი , რის შედეგადაც საფრთხის ქვეშ მყოფი ეროვნული მნიშვნელობის ნაგებობა გადარჩა.ისტორიულ ქალაქს კი  ხუთი ახალი სახლი დაემატა.

პარკჰილი, შეფილდი
Parkhill, Sheffield
პარკ ჰილი  ქალაქის შიდა  განსახლების თავისი დროის ყველაზე ამბიციური პროექტია. სმიტისა და ჯეკ ლინის დიზაინით შესრულებული ნაგებობა დომინირებს  შეფილდის მთელს აღმოსავლეთ ჰორიზონტზე. 1997 წელს პარკ ჰილი  ინგლისის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქეონე ძეგლთა  ნუსხაში მოხვდა თავისი არქიტექტურული მნიშვნელობის, შთამბეჭდავი მასშტაბისა და სტრუქტურის  ნოვატორული გააზრების გამო.
შეფილდის ქალაქის საბჭომ  ინგლიშ ჰერითიჯი  მოიწვია პარკ ჰილის შენარჩუნებისა და აღდგენის საუკეთესო გზების მოძიებისათვის. ინგლიშ ჰერითიჯმა წარმოადგინა ცვლილებების განხორცილების გეგმა და განსაზღვრა პარკ ჰილის არქიტექტურული და კულტურული ღირებულება. კომპლექსის ღირებულება არა მხოლოდ მისი ისტორიაა, არამედ სქემის, სტრუქტურის მასშტაბი და ხედვა, გამოკვეთილი რკინის კარკასი  და ნაგებობის კავშირი იმ გარემოსთან  სადაც ის მდებარეობსმნიშვნელოვანმა ცვლილებებმა ნაგებობის შიდა გეგმარებასა  და ექსტერიერში არ შეცვალა პარკ ჰილის ისტორიული მნიშვნელობა. პროექტი შიფილდის ქალაქის საბჭოს   ხელშეწყობით და ურბან სფლეშის მიერ ადგილის ისტორიული მნიშვნელობის კარგად გააზრების საფუძველზე განხორციელდა.

მოლინექსის სასტუმრო , ვულვერჰემფტონი
Molineux Hotel, Wolverhampton
მოლინექსის სასტუმრო ვულვერჰემფტონის  ცენტრის განაპირას მდებარეობს. მოლინექსების ოჯახის ელეგანტური ყოფილი რეზიდენცია 1720-იან წლებში აშენდა და XIX საუკუნეში სასტუმროდ გადაკეთდა . 1889 სასტუმრო შენობა და მისი მიწები ვოლვერჰამპტონის ფეხბურთის გუნდმა შეიძინა, რომელთა სტადიონი სასტუმროს თავდაპირველი ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს.
სასტუმროს არაერთი მფლობელი ჰყავდა ,სანამ საბოლოოდ შეწყვეტდა არსებობას. მოგვიანებით ნაგებობის მძიმე მდგომარეობის გამო ის ინგლიშ ჰერითიჯის საფრთხის ქვეშ მყოფი ნაგებობების ნუსხაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოსავალის ძიება, იმ იმედით რომ მოიძებნებოდა დეველოპერი ვინც ნაგებობას მუდმივი ფუნქციის აღდგენაში დაეხმარებოდა. 2003 წლის ხანძრის შედეგად კი ნაგებობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა .
ვოლვერჰამპტონის ქალაქის საბჭომ  გადაწყვიტა ნაგებობაში არქივი და ადგილობრივი კვლევის ცენტრი განეთავსებინა. ამ შესაძლებლობების არსებობიდან გამომდინარე, ინგლიშ ჰერითიჯის დახმარებით ჰერითიჯის ლატარეის ფონდმა₤ 3 .3 მილიონი გამოჰყო ნაგებობის გადასარჩენად.
შენობის დაზიანებული როკოკოს სტილის მუხის ხის  ინტერიერები თავდაპირველი ინტერიერის ფრაგმენტების საფუძველზე იყო აღდგენილინაკლებად ფასეული ნაგებობის ვიქტორიანული ეპოქის მინაშენი დაანგრიეს არქივისაკენ მიმავალი გზის გასაყვანად, რომლის გარეშეც მთელი პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
 წარმატებულად ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს ქალაქის საჯარო არქივით და ადგილობრივი კვლევის მომსახურეობით , რომელიც ასევე მოიცავს საკონსერვაციო სტუდიას. ამრიგად, ვოლვერჰამპტონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან  საფრთხის წინაშე მყოფ  ღირსშესანიშნაობას შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

სასტუმრო მიდლენდი, მორკამბრი
Midland Hotel, Morcambre
მორკამბრის ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო მიდლენდი   XX საუკუნის ინგლისის დასავლეთ სანაპიროს   ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. 1932 წელს მდიდრული ინტერიერის მქონე სასტუმრო მოდერნისტმა არქიტექტორმა ოლივერ ჰილმა ააშენა. სკულპტურული  ნამუშევრები კი ერიკ გილსა და ერიკ რავილიუსს ეკუთვნის. ნაგებობის ელეგანტური მრუდხაზოვანი მოყვანილობა სანაპირო ზოლს მიუყვება , ისე რომ ყოველი ოთახის ხედი ზღვაზე გადის.
1950-იან წლების შემდეგსასტუმრო თანდათანობით კარგავს თავის ფუნქციას, ვინაიდან დასვენების მსურველებმა უარი თქვეს ბრიტანეთის სანაპიროებზე არაგარანტირებული ამინდის გამო. 2000 წელს სასტუმრო საბოლოოდ დაცარიელდა. 2003 წლის იანვარში კი ურბან სფლეში  ორ წელიწადზე მეტი აწარმოებდა კვლევას   და ამზადებდა პროექტს სასტუმროს ხელახლა განსასხნელად.
ინგლიშ ჰერითიჯიჩართული იყო ამ საქმეში დასაწყისიდანვე. ის ლანკასტერის ქალაქის საბჭოსთან ერთად შენობის გეგმაში გარკვეული ცვლილებების შეტანაძე მუშაობდა. შენობაში უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა იყო მნიშვნელოვანი სასტუმროს ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით. გარდა იმისა რომ არქიტექტორებს ძალიან კარგად ესმოდათ ნაგებობის ისტორიული მნიშვნელობა , „ინგლიშ ჰერითიჯმაგანსაზღვრა  ყველაზე ეფექტური გზები ახალი ელემენტების ძველთან   შესათანხმებალდ. სახურავში განთავსებული ბარის ადგილას  ექვსი დიდი ზომის ოთახი, ხოლო სამზარეულოები კი სარდაფების ადგილას განთავსდა. ლანკასტერის ქალაქის საბჭოს ენთუზიაზმი და აქტიურობა დაეხმარა ურბან სფლეშს  დაებრუნებინა მორკამბისთვის 1930-იანი წლების მომხიბლელობა ამ გამორჩეული ნაგებობის აღდგენით.
ინგლიშ ჰერითიჯი რჩევებით და მხარდაჭერით, არქიტექტორებს და  მთელს  სამუშაო გუნდს საშუალება ჰქონდა გადაელახათ კონსერვაციასთან დაკავშირებული განსხვავებული სირთულის გამოწვევები. თავდაპირველი არქიტექტურის სული და მთლიანობა შენარჩუნებულია

კლარენსის სამეფო ეზო, გოსპორტი,  Royal Clarence Yard , Gosport
გოსპორტი და მისი  ისტორიული  ნავსაყუდელიქალაქ პორტსმუთის  გადასწვრივ მდებარეობს. ტერიტორია კლარენსის სამეფო ეზოს  რამოდენიმე გეორგიანული ეპოქის ნაგებობას  და მეთვრამეტე საუკუნის საზღვაო ფლოტის სადგურს მოიცავსაღნიშნული ადგილის მნიშვნელოვან ფართობზე საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ისტორიულ და თანამედროვე ნაწილების სინთეზს. გოსპორტის საპორტო ქალაქს მოედნები და ახალი საცხოვრებელი უბანი დაემატა.
არქიტექტორმა ჯონ ტომსონმა სამოქმედო გეგმის შედგენისაას  „ინგლიშ ჰერითიჯის“   არქეოლოგიური და ისტორიული კვლევები გამოიყენა და გაითვალისწინა რჩევები ახალ ჩარევებთან დაკავშირებით. კლარენსის სამეფო ეზო საზღვაო ფლოტის ცხოვრების ცოცხალი ისტორიაა. ბეღელში სიმინდი ინახებოდა, საცხობში  გემისთვის ნამცხვრები ცხვებოდა. იყო წყლის, ხორცის და სხვა პროდუქტების შესანახი სივრცეებიც, რომლის საშუალებითაც მარაგდებოდა მთელი საზღვაო ფლოტი. აღდგენითი სამუშაოების შედეგად ზოგიერთი სათავსოს ადგილას საცხოვრებელი სივრცეები გაჩნდა. ბეღელის და საცხობის ადგილას კი სავარჯიშო დარბაზი და რესტორანი განთავსდა. ფლოტის ტერიტორიაზე დიდი ზომის ბლოკებისგან ნაშენი ახალი ნაგებობა აბალანსებს და ავსებს კომპლექსის ძველ სტრუქტურას .ახალმა არქიტექტურამ წარმატებულად და გაბედულად  განაცალკევა ერთმანეთისაგან სხვადასხვა ერთმანეთთან შეუფერებელი ისტორიული ნაგებობები. აღნიშნული პროექტი  ისტორიულ არქიტექტურისა და თანამედროვე ცხოვრების  არაჩვეულებრივი სინთეზია.
 სნეიფის ალაოს გადამამუშავებელი ქარხანა, ოლდებურგი Snape Melting , Aldeburg
სნეიფის  ალაოს გადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი XIX საუკუნის  შუახანებში არქიტექტორ ნიუსონ გარეტის მიერ აშენდა. 1965 წლამდე, სანამ ის საბოლოოდ დაკარგავდა თავის ფუნქციას, კომპლექსი  აღმოსავლეთ ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილმასშტაბიან ქერის გადამამუშავებელ ქარხანას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა რომ, ქარხნის ერთ ერთი შენობა საკონცერტო დარბაზად გადაკეთდა, დანარჩენ ნაგებობებში კი მაღაზიები და დასასვენებელი ცენტრები განთავსდა, ოთხ ჰექტარზე გაშლილი უზარმაზარი  კომპლექსის  ნაგებობები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო . „ინგლიშ ჰერითიჯისადგილობრივი ხელისუფლების, დეველოპერის  და არქიტექტორის  თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა სამუშაო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა  არსებული ნაგებობების ღირებულებას და გარემოს, სადაც ის იყო განთავსებულიმთელი კომპლექსის ღირებულება მის გეგმარებაში და სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან ურთიერთობაშია. აღსანიშნავია ასევე თითოეული სტრუქტურის დიზაინი და მისი შესაბამისობა ნაგებობის ფუნქციასთან. ნაგებობების ღირებულების კარგად გათვითცნობიერების შედეგად  ზომიერი ჩარევები განხორციელდა  . კომპლექსის გარეგან ქსოვილში ცვლილებები მინიმუმამდე იყო დაყვანილი თითოეული ნაგებობის ინდივიდუალური ხასიათის შესანარჩუნებლად. კონსერვაციისადმი კონსტრუქტიული მიდგომის გარეშე შესაძლოა ისტორიული ნაგებობები დაკარგულიყო. აღნიშნული საკონსერავციო სამუშაოები მოიზიდავს ადამიანებს ამ ადგილას სავაჭროდ და საცხოვრებლად, ოლდებურგის მუსიკის ცენტრი კი გააფართოვებს თავის საქმიანობას და შექმნის ხელოვნებისა და მუსიკის ახალ შემოქმედებით ცენტრს. ნათელია რომ ამ ადგილმა ახალი სიცოცხლე შეიძნა  და არქიტექტურული ღირებულებაც შენარჩუნდასაკონსერვაციო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
.
კუპერის სტუდია, ნიუკასლ აფონ-თაინი
(Cooper’s Studio, NewCastle Upon-Tyne)
ნაგებობა 1897 წელს აშენდა და  ცხენების, ეტლების და ველოსიპედების  აუქციონის ადგილს წარმოადგენდაქალბატონებისთვის განკუთვნილი ადგილი საიდანაც პირუტყვი მოსჩანდა ხელუხლებელი დარჩა. 1920-იანი წლებიდან ცხენებზე, როგორც სატრანსპორტო საშუალებებზე  მოთხოვნა შემცირდა და მისტერ კუპერმა ნაგებობა გასაყიდი მანქანების ავტოფარეხად გადააკეთა. აღნიშნული ნაგებობა ადრიანეს კედლის ნანგრევების ადგილას არის აშენებული.
ინგლიშ ჰერითიჯისექსპერტებმა  ჩაატარეს ნაგებობის კვლევა მისი მნიშვნელობის და ღირებულების შესაფასებლათ. ადგილობრივი არქიტექტურულ კომპანია  „რაიდერსუნდოდა არსებული სტრუქტურის ფარგლებში  ახალი საოფისე სივრცეების განთავსება. „ინგლიშ ჰერითიჯმაწარმოადგინა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა ნაკლები ისტორიული ღირებულების მქონე ელემენტები ,რომელთა ჩანაცვლებითაც ნაგებობისათვის მომავლი სიცოცხლის  შენარჩუნება იყო შესაძლებელი.
არქიტექტორმა წარმოადგინა  თამამი გეგმა, სადაც გათვალისწინებული იყო შენობის განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე ნაწილები და სადაც  დაცულია ისტორიული ადგილის არქეოლოგიური ნაწილი. თავლის დარბაზის ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფა ერთ ერთი ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც გადაწყდაარქეოლოგიური გათხრების შედეგად რომაული ნაქალაქარი აღმოჩნდა, რომელიც შენარჩუნებულ იქნა მომავალი კვლევისათვის. ნაგებობის აღდგენითი სამუშაოების საბოლოო შედეგი ქალაქის ცენტრში მდებარე  ახალი ბიზნეს სივრცე უნდა იყოს.

სალოკომოტივო დეპო, დერბი
Roundhouse , Derby
ინგლისის განსაკუთრებული არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლების სიაში აღნუსხული  დერბის სამატარებლო დეპო ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. თექვსმეთკუთხა,  40 მეტრიანი ცენტრალური სივრცის მქონე ნაგებობა 1839 წელს არქიტექტორ რობერტ სტეფენსონის მიერ აშენდა და პირველი იყო  ამ ტიპის ნაგებობათა შორის. შენობაში შემორჩენილია წრიული ზომის სატრიალებელი , რომლითაც იმართებოდა ლოკომოტივები შეკეთებამდე. სალოკომოტივო დეპოს მომიჯნავე ისტორიული ნაგებობება, ყოფილი ეტლების მაღაზია და სარკინიგზო სახელოსნო , ისევე როგორც საათის კოშკი ასევე შენარჩუნებასა და აღდგენით სამუშაოებს მოითხოვდა. დერბის კოლეჯმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კომპლექსში შემავალი ნაგებობების გადარჩენაში  და გადაწყვიტა ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა  ახალ საუნივერსიტეტო ტერიტორიად, კამპუსად გადაეკეთებინა. „ინგლიშ ჰერითიჯმადერბის უნივერსიტეტის აღდგენითი სამუშაოების შედეგი და გამოცდილება წარმოადგინა, რაც დაეხმარა არქიტექტორებს მუშაობაში.
 £36 მილიონიანი დერბის სალოკომოტივო დეპოს განვითარების პროექტის მთავარი ამოცანაა ნაგებობის ისტორიული ღირებულების შენარჩუნება . კამპუსი მიმზიდველი იქნება მნახველებისთვის, როგორც უჩვეულო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ძირითადად დიზაინის ხელოვნების, ინჟინერიის და არქიტექტურის სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი. ამით კი  ნაგებობა კიდევ უფრო იქნება დაკავშრებული თავის თავდაპირველ დანიშნულებასთან.

შექსპირის სამეფო თეატრი, სტრატფორდ-აფონ ეივონი
Royal Shakespeare Theater, Stratford-Upon-Avon
შექსპირის სამეფო თეატრი, ინგლისის არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლების სიაშია.   თეატრი სტრატფორდ აფონ ეივონში ელიზაბეტ სკოტის მიერ არტ-დეკოს სტილში არის შესრულებული. თეატრი  1932 წელს გაიხსნა. თეატრი თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშია, მაგრამ სახელი გაიტეხა სასცენო სივრცის წარუმატებელი გეგმარების გამო. გასახდელი ოთახები მცირე ზომის იყო, ხოლო  მთავარ სცენას კი არახელსაყრელი განლაგება ჰქონდა მაყურებლისათვის წარმოდგენის აღსაქმელად. 1300 მაყურებლიდან მხოლოდ 800 შეეძლო სცენაზე მსახიობების სახეების დანახვათეატრს დანგრევას  უპირებდნენ, რამაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია საზოგადოების და თვითონ შექსპირის თეატრის წარმომადგენლობის მხრიდან. „ინგლიშ ჰერითიჯმა“  ნაგებობის დეტალური ანალიზი ჩაატარა , რის შედეგადაც გამოიკვეთა რომ შესაძლებელი იყო მთავარი სცენის შეცვლა თეატრის  ისტორიული  მნიშვნელობის მქონე არტ-დეკოს სტილში შესრულებული ფოიეს  დაუზიანებლად.
აღდგენითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. ახალი, თანამედროვე სტრუქტურა ფოიეს ნაწილში არის ჩართული, რომელშიც ასევე ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ახალი სცენა გაჩნდა თეატრის შიგნითაც. შიდა სივრცეს დაემატა კოშკურა ნაგებობა. ამ ახალი სტრუქტურის მშენებლობასინგლიშ ჰერითიჯმა“  დაუჭირა მხარი, ვინაიდან თავდაპირველ თეატრს რომელიც ხანძრის დროს დაზიანდა კოშკი ჰქონდა .

 გორტონის მონასტერი, მანჩესტერი
Gordon Monastery, Manchester
გორტონის მონასტერი ედვარდ ველბი პიუჯინის მიერ აშენდა. ედვარდ პიუჯინი ცნობილი ინგლისელი არქიტექტორის, პარლამენტის სახლის ავტორის ავგუსტუს პიუჯინის შვილია. წმ. ფრანცისკის მონასტერი ინგლისის განსაკუთრებული არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლების ნუსხაშია შეტანილი და ნეოგოთიკური პერიოდის გამორჩეული ნიმუშია. 1989 წელს მონასტერი დაიხურა. არსებობდა მისი საცხოვრებელ უბნად გადაკეთების მცდელობა, თუმცა ეს პროექტიც არ განხორციელდა და სამონასტრო ადგილი მალევე მძიმედ დაზიანდა. მონასტრიდან მოპარული იყო საკურთხევლის, საფასადო ქანდაკებების და ქვის წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რის შემდეგაც წმ. ფრანცისკის მონასტერი  ინგლისის კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევიდა.
გორდონის მონასტერმა ახალი ფუნქცია შეიძინა. ამ გადაწყვეტილებაში თავიდანვე ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას.  1996 წელს ძეგლების დაცვის სამეურვეო ორგანიზაციამ შეისყიდა  მონასტერის ტერიტორია და    £6.5 მილიონიანი  აღდგენითი სამუშაოები დაიწყოპროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი აღდგენითი პროექტია ინგლისში. ნაგებობამ ბიზნეს ცენტრისა და ღონისძიებების გასამართი სივრცის ახალი ფუნქცია შეიძინა. საკუთრივ ეკლესია კი, თაღედით და ვიტრაჟული ინტერიერით  კონფერენციების, ქორწილების და სხვა წვეულებებისთვის განკუთვნილ სივრცეს წარმოადგენს. სამონასტრო ნაგებობები კი საკონფერენციო დარბაზებად გადაკეთდა. კომერციული დანიშნულების მქონე სივრცეების გარდა, მონასტერში სათემო ცენტრი განთავსდება, რომელიც  ადგილობრივ მოსახლეობას  დამატებითი სამუშაო ადგილებს შესთავაზებს.
ინგლისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციამ მონასტრის განვითარების პროექტისთვის გამოყოფილი გრანტის გარდა, მნიშვნელოვანი არქიტექტურული საკონსერვაციო საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაუწია სამუშაო ჯგუფს. მაღალი დონის საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა  ეკლესიას და ყოფილი მამათა  მონასტრის  ტერიტორიას.

ბლენკოვის ჰოლი, ფენრითი ,
Blencowe Hall , Penrith
ბლენკოვის ჰოლი   გამაგრებული, თავდაცვითი ფუნქციის მხონე მამულის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია ინგლისში. ნაგებობა მეთხუთმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში აშენდა. თუმცა საუკუნეების განმავლობაში რამოდენიმეჯერ ცვლილება განიცადა და  მინაშენებიც დაემატასახლი ორი თავდაცვითი ტიპის კოშკისგან შედგება, რომელსაც ერთმანეთთან საცხოვრებელი ნაგებობა აკავშირებს. 1480 წლით თარიღდება ჩრდილოეთის კოშკი, რომელსაც  თავიდანვე თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ცენტრალური დარბაზის სივრცე 1590 წელს გადაკეთდა . 1620 წელს კი სერ ჰენრი ბლენკოვის დროს ნაგებობას დაემატა სამხრეთის მკლავი და  კოშკი. 1802 წელს მამული საკუთრებაში გადაეცა ნორფოლკის ჰერცოგსა და  ჰოვარდების გვარს გრეისტოკიდან
ფენრითის მემამულის სახლს მსხვილმასშტაბიანი არდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. მამულის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ისტორიულ სახლში სასტუმრო განეთავსებინათ  ნაგებობის ისტორიული  კულტურული ღირებულების გათვალისწინებით.
ორივე კოშკის ნანგრევების შენარჩუნება , სტანდარტული კონსერვაციის მაგალითი იქნებოდამაგრამ ინგლიშ ჰერითიჯის  ექსპერტების და არქეოლოგების დახმარებით კოშკებმა ახალი ფუნქცია შეიძინეს და ნაგებობის სტუქტურაში არიან ჩართული. ის ნაგებობ, რომელიც შენარჩუნებულია მისთვის პრაქტიკული ფუნქციის მინიჭების გზით, არსებობის ბევრად უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს  ვიდრე ის შემთხვევები, როდესაც ნაგებობას ფუნქცია აქვს დაკარგული. ედენის უბნის საბჭო მხარს უჭერდა ამ მიდგომას  და ხელი შეუწყო აღდგენით სამუშაოებს.
სახლის ნანგრევებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს კოშკების აგურის წყობაში შენარჩუნებული შუა ღრმა განაჭერი, რომლის შიგნითაც ახალი ოთახები და სივრცეები განთავსდა.

კრისტალ პალასიბროლის სასახლე), ლონდონი (Crystal Palace , London )
1950-იან წლებში აშენებული ეროვნული სპორტის ცენტრი  ინგლისის განსაკუთრებული არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლთა ნუსხაშია და სერ ჯოზებ პაქსტონის ბროლის სასახლის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.    ეროვნული სპორტის ცენტრი მისი უზარმაზარი შუშის და ბეტონის  კონსტრუქციით  ლონდონის ქალაქის საბჭოს არქიტექტურის  დეპარტამენტის მიერ არის დაპროექტებული. ნაგებობა   პირველი მრავალფუქციური სპორტის ცენტრია ინგლისში. დიდი ხნის მანძილზე სპორტ კომლექსის მთელი ტერიტორიის მომავალი გაურკვეველი იყო .
ინგლისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია და ლონდონის განვითარების სააგენტო ერთობლივად მუშაობდა ეროვნული სპორტის ცენტრის გადარჩენის ალტერნატიული გზების ძიებაზე. 50 მეტრიანი საცურაო აუზი აღარ პასუხობდა ოლიმპიურ სტანდარტებს. ამრიგად, მთავარი დარბაზი სპორტის და სხვა სპორტული ღონისძიებების გასამართ მრავალ ფუქციურ სივრცედ გადაკეთდა.
ნაგებობისათვის საიმედო მომავლის განსაზღვრა ლონდონის განვითარების სააგენტოს და ლატს + პარტნერის (Latz + Partner’s)  პარკის განვითარების საერთო გეგმის ნაწილი იყონაგებობაზე განხორციელებული ცვლილებები ინგლისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციის მიერ სპორტის ცენტრის ღირებულების განსაზღვრის შედეგად მოხდა. შესაბამისად, ლონდონის ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა უფრო ფართო საზოგადოებისათვის არის გააზრებული.

 გრეილინგველის ჰოსპიტალი, ჩიჩესტერი
(Graylingwell Hospital,  Chichester)
გრეილინგველის ყოფილი ჰოსპიტალის პროექტის ავტორი   სერ არტურ ბლუმფილდია. ნაგებობამ  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პატარა საკათედრო ქალაქის აღდგენაში. ჰოსპიტალი პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადგილის მხატვრულ სახეს.
2003 წელს ჰოსპიტალი დაიხურა. ინგლიშ ჰერითიჯმა ჩაატარა კვლევა , რომლის შედეგადაც  ობიექტურად შეფასდა მთლიანი ტერიტორიის კულტურული ღირებულება. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ძეგლის განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნაწილები. დეველოპერები, არქიტექტორები და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად მუშაობდნენ ადგილის ისტორიული ღირებულების შესანარჩუნებლად.
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ჰოსპიტალის მთელ ტერიტორიას, საკუთრივ საავადმყოფოს  ყოფილ  შენობას, ფერმებს და გვიან ვიქტორიანული ხანის კაპელას. ახალი გზები გაკეთდა მთელ საავადმყოფოს  ტერიტორიაზე.

კლორის სასწავლო ცენტრიჰემპტონ-კორტი, ლონდონი
(Clore Learning Center, Hampton Court , London)
 კლორის სასწავლო ცენტრი ჰემპტონ კორტში ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ახალი ნაგებობა ისტორიული სამეფო სასახლის ტერიტორიაზე აშენდა. სასახლეს ბევრი მნახველი ჰყავდა და სკოლის ჯგუფების მისაღებად და განსათავსებლად სივრცე არ იყო საკმარისი.
სასახლის ტერიტორიაზე XVII საუკუნის ყაზარმის ნაგებობა საყარაულო სახლი იდგა. ყაზარმის ნაგებობა დღემდე  გადარჩენილ მსგავსი დანიშნულების   ნაგებობათა შორის ყველაზე ძველია. ორივე ნაგებობა სასახლის ახალი განლაგების სტრუქტურაში უნდა ყოფილიყო ჩართული.
პროექტის განხორციელება ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. ინგლიშ ჰერითიჯის  და ფელდენ კლეგ ბრადლის სტუდიოს (FCB Studios)მთავარი ამოცანა იყო სასახლის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების აღდგენა  ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებითყაზარმების ნაგებობების გრძივი გეგმა ხელუხლებლად უნდა შენარჩუნებულიყო. ასეთმა  მარტივმა ჩარევამ, ადგილის ღირებულების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გამოკვეთა მთელი ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა.
ყაზარმის შენობა და ახალი სასწავლო ცენტრის ნაგებობა ბუნებრივი სავინტილაციო სისტემით არის აღჭურვილი. ინგლიშ ჰერითიჯის კვლევის შედეგად გამოვლინდა ისტორიული ფოტოები, რომლის მიხედვითაც ყაზარმის ნაგებობებს სავენტილაციო სისტემის შემცველი გადახურვა ჰქონდა. ამის გათავლისწინებით ორივე ნაგებობას ახალი სავენტილაციო სისტემა გაუკეთდა. ნაგებობების თანამედროვე დიზაინში  ჩართული იყო  ტრადიციული აგური და კრამიტი .

სასტუმრო რეჯენთ პალასი, ლონდონი
( Regent Palace Hotel, London )
სასტუმრო რეჯენთ პალასი, პიკადილის მოედანთან ახლოს ლონდონის ცენტრში მდებარეობს. 1915 წლის  მსხვილი მასშტაბის ბაროკული სტილის ნაგებობამ მოგვიანებით არტ დეკოს ელემენტებიც შეიძინა. უცხოურ მნახველებს შორის სასტუმრო ცნობილი იყო დაბალი ფასებით..
უბნის განვითარების თავდაპირველი გეგმის მიხედვით სასტუმროს დანგრევა ემუქრებოდა. თუმცა ინგლიშ ჰერითიჯის   და ვესთმინსტერის ქალაქის საბჭოს ერთობლივი მუშაობის შედეგად კროუნ ისთეითის (Crown Estate) სურვილების გათვალისწინებით გამოვლინდა სასტუმროს აღდგენის ყველაზე რეალური გზები.
ინგლიშ ჰერითიჯის რჩევით, თუ ნაგებობის ძირითადი პროპორცია და ოთახები  შენარჩუნდებოდა თანამედროვე სტრუქტურის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ზოგიერთი ნაწილის მოშლა. სწორმა მიდგომამ  ადგილის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასმას შეუწყო ხელი.
სასტუმროს პირველი სართულზე მაღაზიების განთავსებამ  გამოაცოცხლა აქამდე ნაკლებად ათვისებული ქუჩები. კროუნ ისთეითისთვის (Crown Estate) აღნიშნული მიდგომა მათი დავდაპირველი ჩანაფიქრის გაუმჯობესებული  ვარიანტი იყო.

ბეიშილის სახლი, ჩელტნემი
Bayshill House, Cheltenham
ჩელტნემის ქალთა კოლეჯმა  ბეიშილის სახლი  სასცენო ხელოვნების ცენტრისათვის შეიძინა და ინგლიშ ჰერითიჯს მიმართა რჩევისთვის . ბეიშილის სახლის ტერიტორიაზე ახალი მსხვილმასშტაბიანი აუდიტორიის მშენებლობა გადაწყდა.
აღნიშნული ნაგებობა ინგლისის ერთ-ერთი გამორჩეული ღირებულების მქონე ძეგლია, თუმცა ინგლიშ ჰერითიჯმა  მუშაობის პროცესში გამოავლინა შენობის ისტორიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილები. მაგალითად 1970-იანი წლების მინაშენის დემონტაჟმა ხელი შეუწყო ნაგებობის ისტორიული ღირებულების უკეთესად წარმოაჩენას და ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების წარმატებულ ჩატარებას.. ჩენლტმენის ქალაქის საბჭოს რჩევით კოლეჯმა მინიმალისტური თანამედროვე დეტალებით, დახვეწილი კლასიცისტური პროპორციების მქონე დიზაინი შეიმუშავა, რაც  ქალაქ ჩელტმენის ამ კონკრეტული მონაკვეთის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. კოლეჯმა შენობა 2005 წელს შეიძინა. დღეს პროექტი განხორციელების პროცესშია. ნაგებობას 320 ადგილიანი აუდიტორია  და მისთვის აუცილებელი სივრცეები უნდა დაემატოს, რომელიც ღია იქნება ფართო საზოგადოებისთვისა და ადგილობრივი სკოლებისთვის.

ქინგს ქროს ცენტრალი (King’s Cross Central , London)
ქინგს ქროსის ყოფილი სარკინიგზო მიწების აღდგენითი სამუსაოები ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარების პროექტს წარმოადგენს .  2145დაბინძურებელი და აუთვისებელი ტერიტორია 20მდე ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობას მოიცავს. ამავე  ტერიტორიაზეა ვიქტორიანული პერიოდის ინგლისის ორი ღირსშესანიშნავი ნაგებობა : წმინდა პანკრასის  და ქინგს ქროსის სადგურები.
ქინგს ქროსის აღდგენითი სამუშაოები  ევროპის ფარგლებში  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიან პროექტს წარმოადგნს. პროექტზე მუშაობდნენ არქიტექტორული კომპანიები  ელის და მორისონი (Allies & Morrison) და პორფიროს ესოსიეთი (Porfyrios Associates). მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინგლიშ ჰერითიჯი და კამდენის ქალაქის საბჭო. სამუშაოებს წინ უსწრებდა შვიდ წლიანი მოსამზადებელი პერიოდი.
კინგს კროსის პროექტის ამოსავალ წერტილს  ისტორიული ინდუსტრიული ნაგებობების და სტრუქტურების აღდგენა-განახლება იყო. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები  ერთ-ერთ მსხვილმასშტაბიანი საწყობზე, სადაც   ხელოვნების უნივერსიტეტი განთავსდება. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები გაზის შესანახ ორ კონტეინერზე , რომელიც ლონდონელების სხვადასხვა თაობების  ერთ-ერთ ყველზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. ერთ სივრცეში ქალაქის პარკი და ღია ცის ქვეშ სცენა გაიმართება, მეორეში კი წრიული ფორმის საცხოვრებელი სივრცე მოეწყო.
ქინგს კროსის ტერირიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განხორციელებულ სამუშაოთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  წმინდა პანკრასის სადგურის ნაგებობაში ლონდონის ევროსტარის ( სარკინიგზო) ტერმინალის განთავსება იყო. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება  კინგს ქროსის სადგურის  და გრანდ ოტელის ნაგებობების აღდგენა-განახლება.   ქინგს ქროსის ოცმა  ისტორიული ნაგებობამ ახალი სიცოცხლე უნდა დაიბრუნოს, რის შედეგადაც ეს ადგილი ცენტრალური ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური უბანი გახდება.

განხილული პროექტებიინგლიშ ჰერითიჯისჩარევით განხორციელებული წარმატებული მაგალითებია, სადაც კონსერვაციისადმი კონსტრუქტიული მიდგომის გზით ინგლისის განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობები შენარჩუნდა. ნაგებობებმა  ახალი, თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტირებული  ფუნქცია შეიძინეს მათი ღირებულებების გათვალისწინებით. ინგლიშ ჰერითიჯის მიდგომებიდან  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაგებობის ნაკლებად მნიშვნელოვანი და მაღალი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაწილების იდენტიფიცირება, რაც ახალი ჩარევებისა და შენობის გადარჩენის საშუალებას იძლევა.



No comments:

Post a Comment